დღეს, სამოქალაქო მოძრაობის “შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ოზურგეთელებისთვის.
მათ ფეხით შემოიარეს ოზურგეთის ქუჩები და მოსახლებაში სტიკერები და ფლაერები დაარიგეს, ასევე, მოსახლეობას ესაუბრნენ ევროკავშირის შესახებ.
გიგა მაქარაშვილსა და ნინო დანელიას ერთ-ერთმა ოზურგეთელმა მოქალაქემ უთხრა, რომ მასზე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ხდებოდა ზეწოლა. რაზეც მოძრაობის წარმომადგენელებმა უპასუხეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს მოვიდოდა ხელისუფლებაში.
სამოქალაქო მოძრაობის ,, შინ ევროპისკენ’’ წევრების ოზურგეთის მოსახლეობასთან დღევანდელ შეხვედრას არანაირი ექსცესი და დაპირისპირება არ მოჰყოლია.
ავტორი