BBC– ის ინფორმაციით, უკრაინის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ლისიჩანსკი რუსული ძალების ხელშია.
„ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი პოზიციები და ხაზები“, – თქვა არმიის გენერალურმა შტაბმა.
გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ “უკრაინელი დამცველების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაყვანის შესახებ”.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსებს ჰქონდათ მრავალი უპირატესობა არტილერიაში, თვითმფრინავებში, ცოცხალი ძალით და სხვა ძალებით.