უკრაინის შეიარაღებული ძალები მიუახლოვდნენ ხერსონის გარეუბნებს და ისინი უკვე სნაიპერის სასროლ დისტანციაზე არიან. – ამი შესახებ ინფორმაციას The Economist უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
The Economist წერს, რომ რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქისთვის ბრძოლა უკიდურესად მძიმე იქნება, რადგან „არც ერთი მხარე არ აპირებს დანებებას“.
ჟურნალისტი ციტირებს სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ამბობს, რომ მომდევნო ერთი-ორი კვირა “კიდევ უფრო საინტერესო” იქნება. ბრძოლა მწვავდება, რადგან უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება დასავლეთიდან, მიკოლაივის მახლობლად და ჩრდილოეთიდან – ზელენოდოლსკიდან.
თუმცა, პუბლიკაციის ავტორების დაკვირვებით, „რაც ახლა ხდება, ჯერ კიდევ არ ჰგავს სრულფასოვან კონტრშეტევას“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის არმიის მთავარი ყურადღება, ისევ ორიენტირებულია რუსეთის მუდმივი წინსვლის შეჩერებაზე აღმოსავლეთში, სადაც გუშინ, “ლისიჩანსკი დაიკარგა”.
The Economist წერს, რომ ადგილობრივმა 31 წლის ვლად მილინმა და 26 წლის ოლჰა შელემბამ თქვეს, რომ დაბომბვა იმდენად შეუპოვარი გახდა მათ სოფელში, დოვჰოვში, მათ გადაწყვიტეს ყველაფერი გარისკოს და ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად გაემგზავრნენ ნავით, შემდეგ კი სოფლის მინდვრებსა და დანაღმულ გზებზე უსაფრთხოდ გადასულიყვნენ. მათ თქვეს, რომ ბრძოლის შემდგომ განვითარებას აზრი არ ჰქონდა. “არც ერთი მხარე არ აპირებს დათმობას.”
ავტორი