ბრიტანელებმა ხუმრობით თუ ზედმეტი უსაქმურობით შეადგინეს ყველა მამაკაცის საოცნებო ქალის ფოტორობოტი.
რა თქმა უნდა, წინასწარ სათანადო გამოკითხვებიც ჩაატარეს. სუპერსასურველ ქალს აღმოაჩნდა ჯენიფერ ლოპესის ცხვირი, კელ ბრუკის სხეული და თმა, ნატალი პორტმანის თვალები და ანჯელინა ჯოლის ტუჩები.
სხვათა შორის, პორტრეტი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა. ფოტოზე აღბეჭდილი ქალი ნებისმიერს აურევს თავგზას – მაცდუნებელია და ვნებიანი. მით უმეტეს, რომ მამაკაცების მოთხოვნით, მას მერლინ მონროს კაბა ჩააცვეს.
ავტორი