,,ევროკავშირი რუსეთისგან ენერგეტიკის სრული შეწყვეტისთვისაც კი უნდა მოემზადოს,“ – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროპარლამენტში პლენალური დებატებისას განაცხადა.
ლეიენის თქმით, ევროკომისია უკვე მუშაობს საგანგებო გეგმაზე, რომელსაც ივლისის შუა რიცხვებში წარადგენს.
“ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ ბუნებრივი აირის მიწოდების შემდგომი შეფერხებისა და რუსული ბუნებრივი აირის სრული შეწყვეტისთვისაც კი. ცხადია, პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას აგრძელებს, ამიტომ კომისია ევროპის საგანგებო გეგმაზე მუშაობს.
ჩვენ ამ გეგმასა და საჭირო ინსტრუმენტებს ივლისის შუა რიცხვებში წარვადგენთ. წევრ ქვეყნებს უკვე აქვთ ეროვნული საგანგებო გეგმა, ეს კარგია. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ერთიანი ქმედებები. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში გაზი მიეწოდებათ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება”, – განაცხადა ლეიენმა.
ავტორი