სიტყვა „მატრიარქატი“ ორი ბერძნული სიტყვის ფესვისგან წარმოიშვა: „დედა“ და „ძალაუფლება“. თუმცა არსებობს მეორე სიტყვაც – „ნეკოკრატია“, რომელიც ქალთა ტოტალიტარიზმს აღნიშნავს.
მატრიარქატის შესახებ მოხსენიებულია „ჩეხურ ქრონიკებში“ (1113 წელი). საუბარია ძველისძველ საომარ ციხე-კოშკზე – დევინზე, რომელსაც მხოლოდ მეომარი ქალები იცავდნენ და არაფერში უდებდნენ ტოლს მამაკაცებს.
დღეს დედამიწაზე არის ადგილები, სადაც ქალთა უპირატესობები მკვეთრადაა გამოკვეთილი. იქ კაცების აზრი იგნორირებულია. მაგალითად, ტუარეგები (აფრიკაში მობინადრე ბერბერები) გვარს ქალის ხაზით აგრძელებენ. ისინი, ანუ ქალები, წერენ და მეტყველებენ ენაზე, რომელიც ძველ მუსლიმანურ პერიოდს განეკუთვნება, მაშინ, როცა ამ ტომის კაცები, ჩვეულებრივად, არაბულად ლაპარაკობენ. თუ ტუარეგი ქალი არ გათხოვდა, მას სრული უფლება აქვს, ისე იცხოვროს, როგორც მოესურვება – მას ვერავინ ვერაფერში შეზღუდავს, მით უმეტეს, ვერაფრით გაათხოვებენ მისი ნების გარეშე.
ჩინეთში, სიჩუანისა და იუნანის პროვინციებში, ოჯახის უფროსია უხუცესი ქალი – მოსო. ის არჩევს საქმეებს, თვალყურს ადევნებს მეურნეობას და ზუსტად განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის უფლება-მოვალეობებს. აქ ცოლ-ქმარი არც წყვილად ცხოვრობს და მარტო ღამით ხვდებიან ერთმანეთს, არც ენაში აქვთ სიტყვები „ქმარი“ და „ცოლი“ – რა საჭიროა?!
ავტორი