ოზურგეთში, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა. “გურია ნიუსმა“ მას კომენტარი ჩამოართვა, რომელიც ეხებოდა თბილისში “სირცხვილიას“ ორგანიზატორობით ჩატარებულ აქციას.
“აქციაზე ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის წევრების გადადგომა იყო. 3 ივლისის აქციით ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაფლავდა – მთავრობა ისევ მთავრობაა. შესაბამისად, მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა გავხსენი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი და ჩამოვედი ოზურგეთში. ეს აქცია იყო წარუმატებელი“, – გვითხრა თეა წულუკიანმა.