სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დღეს პირველკლასელთა ბუკების პირველი ეტაპის შემოტანა მოხდა.
წელს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლებში 916 პირველკლასელია დარეგისტრირებული.
პირველ ეტაპზე 576 ბუკის შემოტანა იქნა უზრუნველყოფილი. რაც შეეხება დანარჩენს, 340 ბუკი სასწავლო წლის დაწყებამდე შემოვა სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
“საინფორმაციო მართვის ცენტრის აიტის სპეციალისტები უზრუნველყოფენ პირველკლასელთა პროგრამების ბუკებში ჩატვირთვას. სასიხარულო პროცესი დაიწყო, ჩვენი პირველკლასელები ტექნიკურად აღჭურვილნი დაიწყებენ ახალ სასწავლო წელს. წარჩინებულ მეცხრე კლასელთა ლეპტოპებით დაინტერესებულებს კი ასევე მინდა, ვახარო, მათი კუთვნილი ლეპტოპებიც მალე ჩამოვა სამტრედიაში და დროულად უზრუნველვყოფთ მათ დარიგებას.”- თქვა “გურია ნიუსთან” კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თინათინ ხარძიანმა.
ავტორი