Reuters-ი დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ G20-ის სამიტზე ბალიში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თანდასწრებით, მოსკოვს პორტების განბლოკვისკენ მოუწოდა.
ბლინკელმა ლავროვს პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც G20-ის ლიდერები სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე საუბრობდნენ.
“მივმართავ რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული არ არის თქვენი მარცვალი. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ აუცილებლად უნდა გაუშვათ მარცვლეული ექსპორტზე”. – თქვა ბლინკენმა.
ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის შეხვედრაზე დასავლელი ლიდერები გლობალური ეკონომიკის კრიზისის დაძლევის შანსების გაქრობის გამო გააკრიტიკა.
“დისკუსიისას, დასავლელი პარტნიორები G20-ის მანდატის შესრულებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის საკითხებთან გამკლავებას გულისხმობს, თავს არიდებდნენ”,– თქვა ლავროვმა.
რუსეთის ცნობით, დასავლეთის მხრიდან ყველაზე მკაცრი სანქციებით მოსკოვის იზოლაციის მცდელობა ეკონომიკური ომის გამოცხადებას ნიშნავს და შესაბამისად, რუსეთი ამიერიდან რესურსებს ჩინეთის, ინდოეთისა და დასავლეთის მიღმა არსებული ძალებისკენ მიმართავს.
ავტორი