უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინა აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას, რომელიც აღჭურვილია დასავლური იარაღით, რათა რუსეთისგან დაიბრუნოს სამხრეთის ტერიტორია. მან ამის შესახებ The Times-ს განუცხადა.
რეზნიკოვმა ბრიტანულ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის სამხედროებს უბრძანა დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ტერიტორიები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
“ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.
პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი ასრულებს დავალებას და ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა XYZ. ეს ჩემი საქმეა, მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს, გენერლები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ასეთი ტიპის იარაღი და შემდეგ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს”, – ამბობს რეზნიკოვი.
ცნობისთვის, ამჟამად უკრაინაში მძიმე ბრძოლები დონბასის რეგიონში მიმდინარეობს. რუსეთი ქვეყნის ამ ნაწილზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს.
ავტორი