ოდესის ოლქში კუნძულ ზმეინის განთავისუფლების შემდეგ, გემებმა დუნაი-შავი ზღვის არხით მოძრაობა დაიწყეს. ინფორმაციას უკრაინის საზღვაო გემების ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
რუსული ჯარისგან ზმეინის კუნძულის განთავისუფლებისა და სულინის არხის გავლის მოლოდინში დიდი რაოდენობის გემების დაგროვების გათვალისწინებით, არხის გამოყენება დუნაი-შავი ზღვის არხის ბისტრის შესართავით შესაძლებელია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამზიდავი გემებისთვის. არხის გასწვრივ ნავიგაცია განახლდა”. – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის 30 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინიზე დავალებები შეასრულეს და “კეთილი ნების გამოხატვის სახით” კუნძულს ტოვებენ.
ავტორი