თეთრი სახლის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა დოქტორ ენტონი ფაუჩიმ აღიარა, რომ COVID-19 ვაქცინები არ იცავს “ზედმეტად კარგად” ინფექციისგან _ ამის შესახებ ინფორმაციას foxnews ავრცელებს.
“ერთი რამ, რაც ცხადია მონაცემებიდან არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები – ამ ვირუსის გადაცემის მაღალი ხარისხის გამო – არ იცავს ზედმეტად კარგად, თითქოსდა ინფექციისგან, ისინი საკმაოდ კარგად იცავენ ვირუსის მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან, როგორიცაა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი. მე მჯერა, რომ ეს არის მიზეზი, რატომაც ჩემს ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა არ მიცავდა ინფექციისგან, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს დაცვაში დაავადების მძიმედ პროგრესირებისგან.
ასე რომ, ჩემი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაბნეულნი ჩანან, რადგან ვაქცინირებული ადამიანები ინფიცირდებიან – პასუხი ისაა, რომ თქვენ თუ არ აცრებით, დიდია ალბათობა, რომ მკურნალობის კურსის უფრო მძიმედ გავლა მოგიწევთ, ვიდრე აცრის შემთხვევაში”,_ განაცხადა ფაუჩიმ.