Reuters– ის ინფორმაციით, ევროპის საავტომობილო ასოციაციის მონაცემების მიხედვით, ევროპაში მანქანების გაყიდვები ყველაზე დაბალია 1996 წლის შემდეგ. ზოგიერთ ავტომწარმოებელის გაყიდვები თითქმის 50%-ით შემცირდა.
ევროკავშირის ოთხივე ძირითად ბაზარზე, რაც მოიცავს ესპანეთს, იტალიას, გერმანიას და საფრანგეთს – აღინიშნა მანქანების რეგისტრაციის შემცირება.
ინფლაცია, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები, ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსული შემთხვევების მზარდი რაოდენობა და ჩიპების მუდმივი დეფიციტი მხოლოდ რამდენიმე პრობლემაა, რომელიც აწუხებს ავტოინდუსტრიას რეგიონში, რომელმაც უკვე 12 თვის ზედიზედ კლება დაარეგისტრირა.