ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კარატინოიდების შემცველი პროდუქტების მიღება დადებითად მოქმედებს გოგონებში მკერდის ჩამოყალიბების პროცესში და მკერდის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს.
მეცნიერები 6 600 გოგონას კვების რაციონსა და მათ ჯანრთელობას წლების მანძილზე აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტის ჯანმრთელ და ავადმყოფ მონაწილეთა რაციონის შემოწმებისას, აღმოჩნდა, რომ სიმსივნე დაუფიქსირდათ მათ, ვის ორგანიზმშიც კაროტინოიდების შემცველობა დაბალი იყო. კაროტინოიდები არის პიგმენტების ჯგუფი, რომელიც დიდი ოდენობითაა ,,ნარინჯისფერ’’ პროდუქტებში.
კაროტინოიდებს ანტიოქსიდანტური თვისებები ახასიათებს, რაც ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. ამგვარად, რაციონში სტაფილოს, ფორთოხლის და სხვა ნარინჯისფერი პროდუქტების შეტანა ორგანიზმს დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარება.
ავტორი