თეთრი სახლის მთავარი სამედივინო მრჩეველი, ენტონი ფაუჩი abcnews-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის გამო ყოველდღიური ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაიზრდოს. შემსუბუქებული რეგულაციების მიუხედავად, COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად პირბადის ტარება აუცილებელია.
”მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი არ ატარებს ნიღბებს, ეს არ არის იმის მიზეზი, რომ თქვენ არ ატაროთ ნიღაბი. თქვენ მაინც შეგიძლიათ დაიცვათ თავი სათანადო, ადეკვატური ნიღბით”,_ განაცხადა ფაუჩიმ.
ფაუჩიმ აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია, ის რომ კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების თავიდან არიდება არც გადატანილი ინფექციით შემუშავებული იმუნიტეტის და არც კოვიდვაქცინით აცრის შემთხვევაში არ არის, მაგრამ აცრილი და სრულად აცრილი ადამიანები, დაცულნი არიან ვირუსის მძმედ მიმდინარეობისგან.
მისივე თქმით, დააავდების პროგრესისგან თავის არიდებისთვის აუცილებელია მედიკამენტების მიღება.
ამ თვის დასაწყისში FDA-მ თქვა, რომ ფარმაცევტებს შეუძლიათ დანიშნონ Paxlovid წვდომის გაფართოების მიზნით.
“ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ადამიანები, ბრუნდებიან დადებითი ტესტით ან თუნდაც გარკვეული სიმპტომებით, არ არის იმის მიზეზი, რომ არ მიიღოთ პრეპარატი”,_ განაცხადა მან.
ფაუჩმა ასევე განიხილა მაიმუნის ყვავილის ახალი ეპიდემია ABC News-თან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაიმუნის ჩუტყვავილას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და დასძინა, რომ არსებობს ვაქცინები და ანტივირუსული მედიკამენტები მათთვის, ვინც აკმაყოფილებს უფლებამოსილების კრიტერიუმებს დაავადების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით.