უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი მშობლიურ ფოთში გადასვენეს.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, კახა გოგოლი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა. ლუგანსკის ოლქში იბრძოდა და რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა.
მათივე ცნობით, ის აფხაზეთის ომშიც იბრძოდა.
48 წლის მებრძოლს 19 ივლისს, ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.