უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა ვენედიქტოვა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან დაითხოვა. გარდა ამისა, ზელენსკიმ გაათავოსუფლა უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ასეთი რიგი და უკრაინის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები, სერიოზულ კითხვებს უქმნის შესაბამის ლიდერებს. თითოეული ეს კითხვა მიიღებს სათანადო პასუხს. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაყენების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ.