ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა,რომ ევროსაბჭომ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
„ევროკავშირი საბჭო, ჩეხეთის ხელმძღვანელობით შეთანხმდა, დაიწყოს მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დასაახლოებლად. ეს ჩვენი თავმჯდომარეობის დიდი წარმატებაა“, – წერს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი.