რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშაბათს ეწვევა ირანს. ეს უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ მისი მეორე ვიზიტია საზღვარგარეთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პუტინი შეხვდება ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
შეხვედრაზე თეირანში მარცვლეულის ექსპორტი, სირიაში და უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილება, – განაცხადა თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერმა შეზღუდა თავისი საერთაშორისო ვიზიტები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.