ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 39 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 16 სტაციონარში, 23 ბინაზე მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აქტიურია ინფიცირების 21973 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21838 პაციენტი, გარდაცვლილია 96.