ჩოხატაურის ცენტრში, ვისოლის ბენზინ გასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩავარდა. ამ დროისთვის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გადაკეტილია ხიდზე. გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისთვისაც.
მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიწის ჩავარდნა წვიმამ გამოიწვია და მომხდარს ორპირას ხეობაში მიმდინარე სამუშაოებთან კავშირი არ აქვს.
“წვიმების შედეგად მიწა ჩაშვავდა, რის შედეგადაც დენის ბოძი ჩავარდა, რომელზეც ასევე ინტერნეტის კაბელია მიმაგრებული. რამდენ ხანში გაკეთდება მე ვერ გეტყვით”,_ ამბობს მერის წარმომადგნელი დაბაში, გოჩა ჯინჭარაძე.