ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაამტკიცა ჩუტყვავილას ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ გამოსაყენებლად მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაცხადა მისი გავრცელება ჯანმრთელობის გლობალურ საგანგებო მდგომარეობად,- ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
როგორც დანიელი წამლების მწარმოებელი ამბობს, “ევროკომისიამ გაახანგრძლივა კომპანიის მიერ წარმოებული, ჩუტყვავილას ვაქცინის, Imvanex-ის მარკეტინგული ავტორიზაცია იმისთვის, რომ Aljazeera მაიმუნის ყვავილისგან დაგვიცვას”.
„ევროკომისიამ გაახანგრძლივა კომპანიის ჩუტყვავილას ვაქცინის, Imvanex-ის მარკეტინგული ავტორიზაცია, რათა მოიცავდეს დაცვას მაიმუნის ყვავილისგან. ევროკავშირის მედიკამენტების მაკონტროლებელი ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად“ – ნათქვამია ბავარიული ნორდიკის განცხადებაში
როგორც გამოცემა წერს, ეს დამტკიცება მოქმედებს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში, ასვეე ისლანდიაში, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიაში
Aljazeera წერს, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) ახორციელებს მედიკამენტების მეცნიერულ შეფასებას და იძლევა რეკომენდაციას, უნდა იყოს თუ არა რაიმე წამალი ბაზარზე.
თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, EMA-ს არ აქვს უფლება, რეალურად დაუშვას მარკეტინგი, ბლოკის სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის ევროკომისია, რომელიც არის ავტორიზებული ორგანო და იღებს იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებას EMA-ს რეკომენდაციის საფუძველზე.
ბავარიის აქციების ფასი ბოლო სამი თვის განმავლობაში გაიზარდა 122 პროცენტით, რაც გამოწვეულია მაიმუნის ვაქცინაზე დიდი მოთხოვნით.
აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ჩაპლინმა თქვა, რომ დამტკიცებული ვაქცინის ხელმისაწვდომობამ „შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ქვეყნების მზადყოფნა განვითარებად დაავადებებთან საბრძოლველად, მაგრამ მხოლოდ ინვესტიციების და ბიოლოგიური მზადყოფნის სტრუქტურირებული დაგეგმვის გზით“.
ავტორი