20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ცხვარიჭამიაში მოკლეს, მირიან კუკავაა. დანაშაული ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილეს აღნიშვნის დროს მოხდა.
“დილით გავიგე ეს ამბავი. ისეთი კარგი ბიჭი იყო. დაბადების დღეზე იყო და ვიღაცამ გაუყარა დანა გულში. მიმალავდნენ, ახლა მითხრეს. გადასარევი ბავშვი… პოლიციაში არიან ჩემი შვილებიც ახლა. ჩემს ხელში გაზრდილი, არჩვეულებრივი, წესერი, თბილი, ტკბილი ბავშვი” – ამბობს მეზობელი “ტვ პირველთან”.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია. სავარაუდო მკვლელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, რადგან მან მიმალვა მოასწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.