„ერთგული და საიმედო მეგობრების არსებობა ხელს უწყობს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას“, – ეს ფაქტი დაადგინეს ამერიკელმა სწავლულებმა.
ახალი კაროლინისა და იუტას შტატის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევების დროს დადგინდა, რომ რაც უფრო ფართო სამეგობრო წრე ჰყავს ადამიანს, მით მეტხანს ცოცხლობს ის.
ჯერჯერობით სპეციალისტებს უჭირთ მოცემული ფენომენის ახსნა მეცნიერული თვალთახედვით. თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ერთგული მეგობრების მნიშვნელოვანი რიცხვის არსებობა ადამიანის სოციალურ აქტივობასა და ინტენსიურ ემოციურ ცხოვრებას უწყობს ხელს.
ამერიკელმა სწავლულებმა ერთ-ერთ არგუმენტად ისიც მოიყვანეს, რომ მეგობრები ხშირად ფინანსურ დახმარებასაც გვიწევენ, გვაძლევენ ფულს სესხად, პროცენტის გარეშე და ხანგრძლივი დროით, ხანდახან კი გვჩუქნიან კიდეც.
ავტორი