დიანა აბაშიძემ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 60 ქულიდან 58 ქულა მიიღო.
“9 კლასი დავამთავრე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძიმითში. შემდეგ სწავლა გავაგრძელე ბათუმის1 საჯარო სკოლაში. ვაპირებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,ინგლისური-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვისწავლო“, – გვითხრა დიანა აბაშიძემ.
ნასაკირალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარი დავლაძემ 60-იდან 52 ქულა მიიღო. ის ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე აპირებს სწავლის გაგრძელებას.
ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ გორდელაძემ მარი დვალის მსავსად 52 ქულა მიიღო.
ავტორი