საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები გაყინა. ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს დაზვერვისა და ჩრდილოვანი ფინანსური სქემების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გიომ ვალეტ-ვალმასმა La Tribune-თან მიცემულ ინტერვიუს დროს თქვა.
მისი თქმით, ამ თანხაში არ შედის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები და მხოლოდ კერძო პირების ქონება იგულისხმება. აღნიშნული თანხის იდენტიფიცირება და დაბლოკვა 2022 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული შემოწმებისას მოხდა.
ავტორი