რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ უკრაინული აზოვის პოლკი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარა და რუსეთში მისი საქმიანობა აკრძალა. – ამის შესახებ რუსული მედია tass წერს.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთის სისხლის სამართლის წინაშე აზოვის დამაარსებლებსა და ლიდერებს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა და 1 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა მიესჯებათ, რიგით წევრებს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა და 500 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა. რუსეთის სასამართლო სასჯელისგან ათავისუფლებს მათ, ვინც აზოვის პოლკი გამოძიების დაწყებამდე ნებაყოფლობით დატოვა.
ცნობისთვის, აზოვი 2014 წელს, დონბასის კონფლიქტის დროს შეიქმნა, როგორც მოხალისეობრივი ბატალიონი. მომავალში მოხდა მისი პოლკად რეფორმირება მოხდა და უკრაინის რეგულარული არმიის ნაწილად იქცა.
რუსულ პროპაგანდაში აზოვის პოლკი გამოიყენება, როგორც სიმბოლო, თითქოს უკრაინაში ნეონაციზმი სუფევს.
აზოვის ასეულობით მებრძოლი მაისში რუს ოკუპანტებს ჩაბარდნენ, მარიუპოლში აზოვსტალის რამდენიმეკვირიანი დაცვის შემდეგ. რუსეთსა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში აზოვის მებრძოლების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დააანონსეს. გასულ დღეებში ოლენივკაში სამხედრო ტყვეების იზოლატორის დაბომბვას აზოვის მებრძოლების სიცოცხლეც ემსხვერპლა.
დაბომბვას, მინიმუმ, 53 უკრაინელი სამხედრო ტყვის სიცოცხლე ემსხვერპლა. აზოვის პოლკმა იზოლატორის დაბომბვაში ყველა მონაწილეზე ნადირობა გამოაცხადა.
ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა ტვიტი, რომელშიც ეწერა, რომ აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ.
საელჩოს სიტყვებს აზოვის პოლკმა ვიდეომიმართვით უპასუხა, რომელშიც პუტინს სიკვდილით დასჯით დაემუქრნენ.
ავტორი