https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩაის გზა” ძველი დიდების გათვალისწინებით

10:17; 4.08.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

29 ივლისს, ოზურგეთში, შეკვეთილში უკვე მესამედ გაიმართა “ჩაის ფესტივალი”, რომლის დაფუძნების იდეა პროექტის ავტორს ალეკო მამეშვილს ეკუთვნის.

რა თქმა უნდა, ამ წარმატების საფუძველი ისიცაა, რომ გურია ჩაის კულტურის ყველაზე დიდ რეგიონად ითვლებოდა წარსულში.

რაკი საზოგადოებრივი ფორმაცია მთლიანად შეიცვალა და ჩაის კულტურის დეგრადირება მოხდა _ თითქმის მთლიანად ამოიძირკვა, განადგურდა ფაბრიკები, “ძველი დიდების ნაშთი” მაინც სასიკეთო აღორძინებას ითხოვდა. დიალექტიკის უცვლელმა კანონმა ისევ გურიაში წარმოშვა იდეა “ჩაის გზის” აღორძინებისა, რომლის ინოვაციური განვითარების გზაზე, აუცილებელი ძველი გამოცდილების გადმოტანაც გახდა, რაც, თავისთავად, ახლდა საქართველოში ჩაის განვითარების მთელ ისტორიულ პროცესს.

“მუსიკალური პარკის” სიგრძივ ზოლზე წარმოდგენილი იყო საგანგებოდ მომზადებულ ბანერზე მითითებული ყველა აქტივობა _ ფოტოგამოფენა ჩაის შესახებ, სამეწარმეო ბაზარი, კვების ზონა, ჩაის დამზადების პერფორმანსი, გურული ცეკვის პერფორმანსი, ქართული ჩაის გამოფენა-გაყიდვა, ვორქშოფი…

ჩაის ფესტივლის უმთავრესი იდეა, როგორც ეს არაერთხელ უთქვამთ ამ იდეის აქტიურ ნოვატორებს: ალეკო მამეშვილს, მეწარმეებს _ დავით თენიეშვილს და ლიკა მეგრელაძეს, არის გურიის რეგიონის კარგად გაცნობა, მისი სამეწარმეო პოტენციალის მაღალ დონეზე გაფართოება, საფუძვლიანი ბიზნესკონტაქტების დამყარება, დასაქმებისთვის ხელშეწყობა. ზოგადად, ჩაის კულტურის აღორძინება, რაც ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების წინაპირობაა.

მუსიკოსთა პარკში, 52 დაფაზე იყო წარმოდგენილი სხვადასხვა რეგიონის ჩაის მწარმოებელი საწარმოების პროდუქცია.

რას არ ნახავდით აქ: თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა, ღვინო, უამრავი დასახელების ჩაი…

საკუთარი ინდივიდუალური ხედვითა და გემოვნებით იყო წარმოდგენილი ყველა მეწარმე: ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით: საწებლით და სუნელებით _ კესო მახარაძე (“ტაბერნე გურიაში”), ჩხავერითა და ეგზოტიკური სურნელებით სავსე “საშინაო ჩაით” _ ლიკა მეგრელაძე, ასევე, საუკეთესო ჩაი წარმოადგინა მელექედურელმა, “ჩაის ამომავალმა ვარსკვლავმა” ლანა ჟღენტმა, მეჩურჩხელე მზია შარაშიძის პროდუქციამ, როგორც ყოველთვის, მაქსიმალური მოწონება დაიმსახურა. ყველაზე სასიხარულო, როგორც აქ ბევრი აღნიშნავდა, იყო ის ფაქტი, რომ ლიდერ ქალ მეწარმეთა რიცხვი გაიზარდა და საუკეთესო ჟესტით წარსდგა ფესტივალზე.

თეთრი ჩაით ფესტივლის მონაწილეებს თერჯოლელი მეწარმე ელგუჯა ბიწაძე გაეცნო _ “ანდიტრი” უკვე სერიოზულ სახედ იქცა ჩაის ბაზარზე. “ელიტური ჩაი” წარმოადგინა ოზურგეთელმა გიორგი მუხაშავრიამ.

მნახველთა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩაის ფოთლის სასხლავმა დანადგარმა, რომელიც მწვანე ჩაის ინოვაციური ტექნოლოგიით ამზადებს.

_ ეს არის ჩვენი გამართლებული მოდელი, _ გვითხრა ანასეულის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მეცნიერმა ბახვა დოლიძემ.

ფესტივალზე დიდი ინტერესი გამოიწვია ჩოხატაურელი ირაკლი ცინცაძის მიერ წარმოდგენილმა თხის ყველის ნაირსახეობამ:

_ შვიდი წელია, რაც დავიწყეთ სუფთა სისხლის ავსტრიული თხის მოშენება. ახლა 55 თხა გვყავს. ყველის წარმოებას, ერთი წელია, რაც შევუდექით. გვინდა, ძალიან წარმატებული გავხდეთ ამ საქმეში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შევუწყოთ ხელი, _ გვითხრა ირაკლი ცინცაძემ.

შპს “ბადიში”, “ეგზოფრუტი”, “ბითაძე” თუ სხვები, რაც მთავარია, საკუთარი ხელწერით წარდგნენ ფესტივლის მონაწილეთა წინაშე.

ფესტივალს უამრავი სტუმარი ჰყავდა.

_ როცა დავგეგმეთ ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი მდგრადი განვითარების სახის პროექტებზე, რომელსაც ჩვენი კომპანია გაახორციელებდა, როგორც კეთილი ნება და დაუტოვებდა რეგიონს საჩუქრად. ჩავატარეთ მცირე კვლევა და მივხვდით, რომ გურული ჩაის ფენომენი არ უნდა დაკარგულიყო. მას აქვს განვითარების პოტენციალი. კახეთი ხომ ვაზის სამშობლოა, გურია კი, თავისუფლად შეიძლება განვითარდეს, როგორც ქართული ჩაის სამშობლო. 2021 წლიდან USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად დავიწყეთ ჩაის ასოციაციის გაძლიერება. ერთად ვზრუნავთ, ერთის მხრივ, როგორც ჩაის ერთიანი სტანდარტის შექმნაზე, ასევე, სტუმარ-მასპინძლობის სექტორში, ჩაის, როგორც გამასპინძლების ელემენტის შემოტანა-განვითარებაზე, _ თქვა სიტყვით გამოსვლისას “ბახვი ჰესის” დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.

მცირე კონფერენცია, რომელიც მუსიკოსთა პარკის სიღრმეში გაიმართა, სტუმრები და გურიის გუბერნიის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით ჩატარდა.

_ მადლიერებით და აღფრთოვანებით დავუწერდი დიდ მადლობას იდეის ავტორს. ვიტყვი, რომ ეს ღონისძიება ერთჯერადი არ უნდა იყოს. უნდა გახდეს მაქსიმალურად მდგრადი. ჩატარდეს ისე, რომ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში იყოს განფენილი. როგორც ვნახეთ, ალკოჰოლური სასმელით იწყებოდა და მთავრდებოდა ჩაით. ამას შეიძლება დაემატოს სხვა კუთხეებიდან შემოტანილი პროდუქტი და შეიქმნას ერთიანი ქსელი, ამიტომ სამომავლოდ შევეცადოთ, უფრო უნიკალური საკვები გავაერთიანოთ, _ თქვა სიტყვით გამოსვლისას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მზია გიორგობიანმა.

USAID-ის წარმომადგენელმა მარკ მაკკორდმა ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩაის უპირატესობას:

_ ეს ფესტივალი იმის ინდიკატორია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩაის განვითარება გურიის რეგიონის განვითარებისთვის! _ თქვა მან.

სიტყვით გამომსვლელმა სახელმწიფო მოხელეებმა აღნიშნეს, რომ ჩაისთან დაკავშირებით ცალკე მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა არსებობს და ამ პროექტის ფარგლებში, ის კიდევ უფრო გაძლიერდება.

ყველა გამომსვლელმა საგანგებოდ გადაუხადა მადლობა პროექტის მთავარ ავტორს, ალეკო მამეშვილს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსია.

თავად ალეკო მამეშვილმა, რომელიც ახლა ასოციაცია “ჩაის გზის” თავმჯდომარეა, ისაუბრა პროექტის წარმატებულობაზე:

_ ფესტივალი მესამედ ტარდება. ყოველ წელს იზრდება მონაწილე მეწარმეთა რიცხვი. პირველ წელს იყო _ 35, მეორე წელს _ 40, ახლა კი 52 დაფაა წარმოდგენილი, რაც საქმის წარმატების საუკეთესო მიმანიშნებელია. პირველ რიგში, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ჩამოვაყალიბეთ ასოციაცია. გავერთიანდით. გურიაში ახლა 15 მოქმედი მწარმოებელია. ამ რიცხვს გავაფართოვებთ. ჩავალთ სხვა რეგიონებში. შექმნილია ეკოტურიზმის ასოციაცია, რომელიც გადაამზადებს კარგ ტურისტულ მასპინძელს. შექმნილი გვაქვს ვებგვერდი… მოკლედ, საქმე წინ მიიწევს, _ გვითხრა ალეკო მამეშვილმა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ჩაის მწარმოებელი მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქცია სხვადასხვა რეგიონიდან. ასევე, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული თაფლის, ხილის ჩირის, ღვინისა და კენკრის ნაწარმი. ფესტივლის ფარგლებში გაიმართა ჩაის მომზადების მასტერკლასი. საუკეთესო თეთრი ჩაის ტიტული წელს შპს “ანდიტრს” ერგო (თერჯოლა), საუკეთესო მწვანე და შავი ბაიხის ჩაის _ დავით თენიეშვილს (ოზურგეთი, ბახვი), ხოლო ფესტივლის საუკეთესო ჩაის ტიტული _ “ნარგიზის ჩაის” (ნარგიზ ღვინჯილია, წალენჯიხა).

თუმცა, სოციალურ ქსელში გაჩნდა მოსაზრებები, რომ მიუღებელია ასე დაჯილდოება და ადგილების განაწილება, რადგან ფესტივალში მონაწილეობა არ მიუღია სხვა ოჯახებსა თუ საწარმოს.

განვითარების გზაზე კრიტიკული მოსაზრებები კიდევ უფრო მეტად არის საჭირო, რასაც, იმედია, აუცილებლად გაითვალისწინებენ წარმატებული პროექტის ავტორები, ასევე, რეგიონის ხელმძღვანელი პოლიტიკური პირები.

ფესტივლის ორგანიზატორი იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ჩაის გზა
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15 თებერვალი, 2026

მამუკა ონაშვილს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო