ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის ადმინისტრაციულ თემში სამაგიდო თამაშების ტურნირი ჩატარდა. ახალგაზრდებმა სხვადასხვა სახის თამაშები ითამაშეს. როგორიცაა, მაგალითად, დიქსიტი, გამომგონებელი.
“იყო 4 სამაგიდო თამაში და ამ თამაშებს თამაშობდა რამდენიმე ადამიანი. ერთ სამაგიდო თამაშს თამაშობდა 5 ადამიანი, მეორესაც ხუთი და ა.შ. თითოეულ სამაგიდო თამაშს ჰყავდა თითო გამარჯვებული. ჯამში გამოვიდა 4 გამარჯვებული, რომლებიც ფინალურ რაუნდში შევხვდით ერთმანეთს. ამ ფინალს რაც შეეხება იყო უფრო სააზროვნო, სხარტი თამაში. უფრო განსხვავებული სახის სამაგიდო თამაშისგან. ფურცლებზე ეწერა, მაგალითად, დაასახელეთ სამი მუსიკოსი, სამი რეპერი, სამი ფერი და ა.შ. და ამ 4 ფინალისტიდან ვინც ყველაზე მეტს გამოიცნობდა და დაასახელებდა 5 წამში, ის იქნებოდა გამარჯვებული. თამაშში მონაწილეობა მივიღე შემთხვევით და გამარჯვება მომიწია მე, ახალგაზრდული სივრცის ლიდერს”,_ გვითხრა ანა ცენტერაძემ.
როგორც ცნობილია, ტურნირის გამარჯვებულს გადაეცა 50-ლარიანი კაფე “ფინეს” ვაუჩერი.
ცნობისთვის, ტურნირი მობილური ახალგაზრდული მუშაკებისა და ხიდისთავის ახალგაზრდული სივრცის თანამშრომლობით ჩატარდა. პრიზი კი სტუდენტურ ახალგაზრდულმა სათათბირომ დააწესა.
ავტორი