თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა თანაშემწემ პარასკევს განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია დაასრულოს უკრაინაში ომი მოსკოვის უგულებელყოფით.
“სიმართლე ის არის, რომ ზოგიერთ ჩვენს მეგობარს არ სურს ომის დასრულება. ისინი ნიანგის ცრემლებს ღვრიან”,_ განუცხადა ალტუნმა Reuters-ს და თქვა, რომ ზოგიერთი აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს თურქეთის ძალისხმევას და არ დააკონკრეტა ვინ.
“საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ დაასრულებს ომს უკრაინაში რუსეთის იგნორირებით. დიპლომატიამ და მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს”, – თქვა მან.
როგორც ცნობილია, გუშინ შედგა შეხვედრა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.