ცოტა ხნის წინ ამერიკულ მასმედიაში პოპულარულ მსახიობ ჯონი დეპზე რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა.
ჯონის საშუალო სკოლაც კი არ აქვს დამთავრებული. აი, რას ამბობს ის ამის თაობაზე: „სკოლა, ჩემთვის გაუგებარი და უცნაური სტრუქტურაა. ეს არის სადისკუსიო თემა და მიმაჩნია, რომ სკოლა ეფექტურად ვერ წყვეტს მის წინაშე დაყენებულ ამოცანებს”.
მსახიობის სრული სახელი და გვარია – ჯონ კრისტოფერ დეპ II.
გერმანულ თარგმანზე მისი გვარი ნიშნავს – იდიოტს, სულელს. ამ თემაზე ჯონის ხუმრობა უყვარს.
ჯონი დეპის წინაპრები იყვნენ – ჩეროკის ტომის ინდიელები, ირლანდიელები და გერმანელები.
ჯონი დეპი მარლონ ბრანდოს შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია.
13 წლის ასაკში დედამ მას გიტარა აჩუქა და მან მეგობრებთან ერთად ფარეხებში დაიწყო დაკვრა. დეპის თქმით, სწორედ ამ ასაკში დაკარგა მან ვაჟიშვილობა, ხოლო 14 წლის ასაკში ყველა ნარკოტიკის გემო ჰქონდა გასინჯული.
ჯონი დეპს სხეულზე 13 სხვადასხვა ტატუ აქვს.
ბავშვობაში ჯონი ხშირად იყო თანატოლების დაცინვის ობიექტი. ისინი მას ჯონი დეპის – ჯონი შეშლილს ეძახდნენ.
ჯონი დეპი აბსენტის დიდი მოყვარულია. მისი ჰობია ასევე იარაღისა და მწერების კოლექცია.
ჯონი დეპის სამსახიობო კარიერა ლოს–ანჯელესში დაიწყო, როდესაც მისმა ყოფილმა ცოლმა, ლორი ენ ელისონმა იგი მსახიობ ნიკოლას ქეიჯს წარუდგინა.
ჯონი დეპს უნდა ეთამაშა მთავარი როლი ლარი და ენდი ვაჩოვსკების გახმაურებულ ბლოკბასტერში „მატრიცა”. თუმცა, საბოლოოდ, მთავარი როლი კიანუ რივზს ერგო.
„კარიბის ზღვის მეკობრეებში” თავისი გმირის, კაპიტან ჯეკ ბეღურას სახეზე მუშაობის დროს, ჯონი „როლინგ სთოუნზის” გიტარისტის, კიტ რიჩარდსის ქცევებისა და მიმიკის კოპირებას ახდენდა. მოგვიანებით, კიტ რიჩარდსმა მამამისის როლი ითამაშა, გახმაურებულ ბლოკბასტერში.
ჯონი დეპის საყვარელი ქალაქი პარიზია. „პარიზში ჯადოსნური ატმოსფეროა. მისი ჰაერი შთაგონების წყაროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის”, – ამბობს ის.
ავტორი