ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რუსეთ-საქართველოს შორის ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„თოთხმეტი წლის წინ რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა საქართველოში, რამაც გამოიწვია ოცდამეერთე საუკუნის პირველი ომი ევროპაში. მხოლოდ აშშ-ს მტკიცე ერთგულებამ და ცენტრალური ევროპის ლიდერების ერთიანობამ და გამბედაობამ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით გადაარჩინა საქართველოს იმდროინდელი დამოუკიდებლობა და შეაჩერა რუსული ჯარები.
დღეს ცხადია, რომ 2008 წლის მოვლენებს საქართველოში აქვს გავლენა არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე: საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.
ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არასოდეს განხორციელებულა რუსი აგრესორის მიერ. ნების, მონდომების და სტრატეგიული აზროვნების არარსებობა, რათა აიძულოს კრემლი უპირობოდ განახორციელოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გასულიყო საქართველოს ტერიტორიებიდან, არის ფაქტორები, რამაც საშუალება მისცა კრემლს არაერთხელ დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი და განაგრძოს აგრესია, როგორც ამას აკეთებს დღეს უკრაინაში.
ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს მთლიანად ჩამოშორდეს საბჭოთა წარსულს და შეუერთდეს ევროკავშირს, რომელსაც ეკუთვნის მისი კულტურა, ისტორია და ტრადიცია”,_ ნათქვამია ფოტიგას განცხადებაში.