ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებს ცხრა კურსდამთავრებული აბარებდა. ყველა მათგანი სტუდენტი გახდა, _ ამის შესახებ სკოლის ფეისბუქგვერდზე წერია.
“მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა”
სწორედ ეს არის ჩვენი სკოლის დევიზი. ცხრა აბიტურიენტი და უკვე ცხრა სტუდენტი.
შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები: ანი ჩანტლაძე, რუსუდან ჯიბუტი, დათო ბერძენიშვილი, გიორგი ბერძენიშვილი, ნინო სიხარულიძე, ნინო ჯიბუტი, გელა სიხარულიძე, საბა ხაბეიშვილი, საბა დონდოლაძე.
წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო!
დაე,, იავარფენილი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების გზა!” _ ვკთხულობთ სკოლის ფეისბუქგვერდზე.