ჩოხატაურში, აგვისტოს ომში დაღუპულ ჩოხატაურელ მებრძოლთა სახელობის ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა.
I ადგილი ბუკნარის გუნდმა დაიკავა, რომელსაც აგვისტოს ომის გმირთა სახელობის თასი და ფულადი ჯილდო 500 ლარი გადაეცა.
II- III ადგილები გუთურისა და ზოტის გუნდებმა გაინაწილეს. სიგელებთან ერთად, გადაეცათ ფულადი ჯილდოები 300 და 200 ლარის ოდენობით.
ცნობისთვის, ტურნირი მერიისა და ა(ა)იპ სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა და მას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.