ყირიმში, ნოვოფედორივკაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება რუსეთის საჰაერო ძალების საკის ავიაბაზაზე მოხდა, რომელიც უახლესი ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზეა განთავსებული.
ნოვოფედორივკაში ასაფრენი ბილიკი და საბრძოლო მასალის საწყობები დაიწვა, იუწყება Crimea Today თვითმხილველებზე დაყრდნობით.