ომი ყირიმით დაიწყო და მისი განთავისუფლებით უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ განცხადება BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც იქ რუსეთის ავიაბაზაზე აფეთქებების სერია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ არ ახსენა სამშაბათს მომხდარი აფეთქებები, მაგრამ თქვა: „ყირიმი უკრაინაა და ჩვენ მას არასოდეს დავთმობთ“.