ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე მომხდარი ქალის მკვლელობის ფაქტი, რომელიც ყოფილი ქმრის მიერ არის ჩადენილი, „გურია ნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც შსს-ში გვითხრეს, ახლა საგამოძიებო სამუშაოები ხორციელდება.
„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ქალი ქმარს გაშორებული იყო. ცხოვრობდა ქირით, სადაც ყოფილი ქმარი მაინც ავიწროებდა. „განწირული ყვიროდა, თურმე, საცოდავი ქალი. თუმცა მეზობლებიდან არავინ მიეშველა“ ,_ გვეუბნება წყარო.
ავტორი