ukrinform-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს რომ რუსეთთან ნებისმიერი დიალიოგი ძალიან რთულია. მაგრამ ამ დროისთვის დიალოგი გრძელდება ტყვეთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის საკითხებზე.
„სამმართველოების დონეზე, ჩვენ გვაქვს გარკვეული დიალოგი დაკავებულების გათავისუფლების, ცხედრების გაცვლისა და სხვა საკითხებზე. ანუ დიალოგი ჰუმანიტარულ კომპონენტზე არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს რუსეთის ფედერაციაა და მასთან ნებისმიერი დიალოგი ძალიან რთულია, მაგრამ მსგავს საკითხებზე დიალოგი შენარჩუნებულია“, – ამბობს პოდოლიაკი.