ის, ალბათ, ვერც იოცნებებდა, რომ მისი იდეები როდისმე რეალობად იქცეოდა.
ბრიტანული პარაშუტისტი ადრიან ნიკოლსი საჰაერო ბუშტიდან, რომელიც 3 ათას მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა პარაშუტით გადმოხტა. საქმე ისაა, რომ პარაშუტი ზუსტად იმ ესკიზით დამზადდა, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ ჩახატა. როგორც დიდი შემოქმედი ვარაუდობდა, პარაშუტისტი უვნებელი გადარჩა.
ნორვეგიის დედაქალაქის, ოსლოს სიახლოვეს, გაიხსნა 100 მეტრი სიმაღლის საფეხმავლო ხიდი. ის ავტობანის თავზეა განთავსებული და მთლიანად ლეონარდო და ვინჩის პროექტის მიხედვითაა აგებული. მან ამ ნაგებობის ნახაზი თურქეთის სულთნისთვის შექმნა.
ხიდი უნდა აგებულიყო სტამბულთან, „ოქროს რქის” ყურეში. პროექტის განხორციელება მაშინ ვერ მოხერხდა. მისი სიგრძე 346 მეტრი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, სულთანმა ბაიაზეტ მეორემ ბოლოს თავი შეიკავა. გავიდა ხუთასი წელი და ლეონარდოს პროექტი ისევ აქტუალური გახდა.
დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოს თავზე, ზეცაში წარმატებით გამოსცადეს დელტაპლანი, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ნახაზების მიხედვით შეიქმნა. დელტაპლანელი ჯულია ლიდენი 10 მეტრ სიმაღლეზე 17 წამის განმავლობაში იყო გაჩერებული.
ავტორი