საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა, – განცხადებას ელისეის სასახლე აქვეყნებს.
„ეს არის ფინეთისა და შვედეთის არჩევანი, გაამყარონ თავიანთი უსაფრთხოება მეზობელი ქვეყნის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე და შეიტანონ საკუთარი წვლილი ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებაში, რასაც საფრანგეთი მყარად უჭერს მხარს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად მაისში შეიტანეს.