დღეს, დილიდან, ოზურგეთში, ერთ კილოგრამ „გულშიშველას“ 2,80 ლარად იბარებენ, ხოლო „ბერძნულას“ 3 ლარად.
_გუშინ დავიწყეთ ამ ორი სახეობის (ახალი თხილის) ფასის დაშორიშორება. ჯერჯერობით, 20 თეთრია სხვაობა. გატეხვა და გულის შემოწმება ჯერ არ დაგვიწყია. მხოლოდ ჯიშის მიხედვით ვიბარებთ განსხვავებულად. ვახდენთ გარეგნულ დათვალიერებას, – უთხრეს „გურია ნიუსს“ თხილის მიმღებ პუნქტებში.
კითხვაზე, მოიმატებს თუ არა თხილის ფასი და როდიდან დაიწყება გატეხვით შემოწმება, ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ.
_ზოგადად, ვიცით ის, რომ თხილის ფასი მსოფლიო ბაზარზეც დაკლებულია, – გვითხრეს თხილის მიმღებმა ოპერატორებმა.
ავტორი