ეგვიპტეში, ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.
REUTERS-ის ინფორმაციით, ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 41-ია, ათობით დაშავებულია. დაღუპულებს შორის სავარაუდოდ ბავშვები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ელექტროობას უკავშირდება.
შემთხვევა გიზას კოპტურ ეკლესიაში მოხდა წირვის დროს მოხდა, რომელსაც 5000 ადამიანი ესწრებოდა.
”დენი გათიშული იყო და ისინი იყენებდნენ გენერატორს”, – თქვა მან. “როდესაც დენი დაბრუნდა, ამან გამოიწვია გადატვირთვა.”
“ხალხი შეკრებილი იყო მესამე და მეოთხე სართულზე. როდესაც დავინახეთ, რომ მეორე სართულიდან კვამლი გამოდიოდა. ხალხი სასწრაფოდ დაეშვა კიბეებზე და ერთმანეთზე დაეცნენ”, – განუცხადა იასირ მუნირმა Reuters-ს.