დღეს, ოზურგეთში, ერთ კილოგრამ „გულშიშველას“ 2, 90 ლარად იბარებენ. „ბერძნულას“ კი სამ ლარად. თუმცა ზოგიერთ პუნქტში უკვე გამოიტანეს პრიმიტიული ხელნაკეთი „აპარატი“, სადაც ჩაქუჩით ტეხენ თხილს და ითვლიან საღ მარცვლებს.
_ათიდან რვა მარცვალი თუ ითქნება საღი, ერთ კილოგრამში გადავიხდით 2, 80 ლარს, _ გვითხრეს ნინო რამიშვილის ქუჩაზე მდებარე თხილის მიმღებ პუნქტში.
„ესე იგი, ერთ ცალში 30 თეთრს იხდით? შარშან რომ 50 თეთრს იხდიდით? -ვკითხეთ ქალბატონს.
_ოცდაათია თუ რაცაა, ეს არის ასე, – ცოტა მწყრალად გვიპასუხა მიმღებმა.
ხალხი ახლა იმაზე ნერვიულობს, თუ გატეხვა მასობრივად დაიწყეს და ეს ასეც იქნება, ასე დაწეული ფასის და ერთი ცალი გულის შეფასების პირობებში, შესაძლოა, ერთი კილოგრამი თხილი ერთი ლარიც გახდეს.
„სეზონის საფრთხობელა მოგვიტანეს, თხილს , ფაროსანას შემდეგ, ეგ უნდა?…“ _ამბობენ ისინი.
მიზეზი ფასის დაცემისა, ისიც არის, რომ ბევრგან თხილი უხარისხოა. წელს მუდმივად წვიმდა და ამავე დროს, პლანტაციების შეწამვლა არ მომხდარა, რადგან გასულ წელს საკმაოდ ხარისხიან თხილსაც დაბალ ფასში იბარებდნენ.
ავტორი