ფინეთი, რომელიც რუს ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს, ამცირებს რუსებისთვის სავიზო შეხვედრების რაოდენობას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 1 სექტემბრიდან ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს მისცემს უფლებას დანიშნოს მხოლოდ 500 სავიზო განაცხადი დღეში, საიდანაც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების გენერალური დირექტორის, იუსი ტანერის თქმით, ფინეთის ხელისუფლება მხოლოდ 100-ის გამოყენებას დაუშვებს ტურისტული ვიზებისთვის.
ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მოსკოვის დასჯას უკრაინაში ომის გაგრძელების გადაწყვეტილების გამო. ფინეთის მთავრობამ უკვე შეამცირა რუსი მოქალაქეების დღე-ღამეში დანიშვნების რაოდენობა 1000-მდე, მაგრამ ბრძოლების დაუსრულებლობის გამო, ჰელსინკიმ გადაწყვიტა კვლავ ემოქმედა.