უკრაინაში ომი “ოპერატიულ ჩიხშია” და კონფლიქტის კურსის შესაცვლელად საკმარისი საბრძოლო შესაძლებლობების უზრუნველყოფას ვერცერთი მხარე ვერ ახერხებს. ინფორმაციას CNN-ი ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარასკევს გამართულ ბრიფინგზე, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორივე მხარეს ჰქონდა ცოცხალი ძალის პრობლემები, თითქმის ექვსთვიანმა კონფლიქტმა მათი ძალები სერიოზულად გაანადგურა. მათი თქმით, ადამიანური რესურსის ეს პრობლემები არის “ჩიხის” გამომწვევი მიზეზი.
დონბასში რუსეთის შეტევის ტემპზე საუბრისას, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს: “იყო ნამდვილი მაღალი წერტილი. ჩვენ აღარ ვართ ამ მაღალ წერტილზე; ტემპი შენელდა”.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ახლა “საშინელ ვითარებაშია”, კერძოდ, მას ასევე აქვს საბრძოლო მასალის დეფიციტი. წყაროს მიხედვით, ამის დასტურია საწყობებიდან ძველი მარაგების გატანა, რაც რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმების წარმოებას ართულებს.
”საბოლოოდ, ეს შეაფერხებს რუსების უნარს, განახორციელონ თავდასხმები”, – განაცხადეს მათ.