ბორჯომში დილიდან ხანძარის ქრობის პროცესში ოთხივე ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე მობილიზებულია 1200 კაცზე მეტი ცოცხალი ძალა და ტექნიკა.
რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი- ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჯერ-ჯერობით ვერ ამბობენ.
მერის წარმომადგენელი დვირის თემში, გურამ მაისურაძე ტელეკომოპანია ” ბორჯომთან” ამბობს, რომ დილიდან დაკვამლიანებამ მოიმატა. მიმდინარეობს ხარძრის ქრობის ინტენსიური პროცესი.
შეგახსენებთ, რომ ხეობაში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე ჩართულია ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენები. ბორჯომში ხანძარს უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან.
წყარო: borjomi.tv