გარდაიცვალა საქართველოს “პირველი არხის” დამსახურებული თანამშრომელი ლია ძიძიგური.
ლია ძიძიგური რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოს რადიოს ეთერში უძღვებოდა არაერთ საავტორო გადაცემას, მათ შორის: „გალერეა“, „არდავიწყება“, „მივიწყებული გადაცემები“, „კინოფილმი უეკრანოდ“ და ა.შ.
ძიძიგურის გადაცემებით ქვეყნის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ხმა გაჟღერდა, რაც დღეს რადიოს ოქროს ფონდის განსაკუთრებულ ინტელექტუალურ საგანძურს წარმოადგენს.
“გურია ნიუსი” უსამძიმრებს ლია ძიძიგურის ოჯახს, მეგობრებსა და თანამშრომლებს.