გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ 1-ლ სექტემბერს ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება, +38, +39 გრადუსი. ეცხელება 2 სექტემბერსაც, 3 სექტემბრიდან კი ტემპერატურა ცოტას დაიკლებს, 4 სექტემბრიდან კი ამინდი შეიცვლება და 7 სექტემბრის ჩათვლით იწვიმებს.
“2 სექტემბრის ჩათვლით ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი. ყველაზე მაღალი ჰაერის ტემპერატურა მაინც 1-ლ სექტემბერს არის მოსალოდნელი. 3 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან მოიღრუბლება, ტემპერატურა დაკლებას დაიწყებს. 4 სექტემბრიდან ამინდი შეიცვლება. მოსალოდნელია უმეტეს რაიონში წვიმა, დასავლეთის ქარის გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლებს +30 გრადუსამდე. ასეთი ამინდია მოსალოდნელი 7 სექტემბრის ჩათვლით”,_ ამბობს გვაზავა.