ოზურგეთში ინფიცირების 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 179 შემთხვევა. ინფიცირებულებიდან 27 სტაციონარში, 152 კი ბინაზე მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 23544 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23269 პაციენტი, გარდაცვლილია 96.