საქართველოს პროკურატურამ ვანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ქ.ვანში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების დროს დ.ჩ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 აგვისტოს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა”,_წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.